Accentnews.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში კადეტთა სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში კადეტთა სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

11/06/2019 09:36:21 სხვა, თავდაცვა, საზოგადოება, რეკლამა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში კადეტთა სპექტაკლის - “მექანიკური ფორთოხალი“ პრემიერა გაიმართა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერას საქართველოს თავდაცვის  ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, დასავლეთ სარდლობის მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი,    სხვადასხვა ქვედანაყოფის  მეთაურები, სამხედრო მოსამსახურეები, ლიცეუმის პირადი შემადგენლობა, ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი  და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

"ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიურ დრამაში რეჟისორმა თორნიკე მარჯანიშვილმა და  კადეტებმა  შეძლეს მაყურებლამდე მიეტანათ მათი მთავარი სათქმელი: “არა ძალადობას! არა ადამიანის ფსიქიკაზე ხელოვნურ ზემოქმედებას!“ . ენტონი ბერჯესის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლმა  სრული ანშლაგით ჩაიარა.  

სპექტაკლის დასასრულს, ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ სიტყვით მიმართა სტუმრებს და მადლობის სიგელით დააჯილდოვა წარმოდგენის ინსცენირების ავტორი და რეჟისორი თორნიკე მარჯანიშილი", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S