Accentnews.ge
Gilead: ”მაისის ბოლომდე 140 000 კოვიდინფიცირებულისთვის საჭირო remdesivir–ის რაოდენობა იქნება მზად“

Gilead: ”მაისის ბოლომდე 140 000 კოვიდინფიცირებულისთვის საჭირო remdesivir–ის რაოდენობა იქნება მზად“

01/05/2020 13:27:39 მსოფლიო

კომპანია Gilead–ის განცხადებით, მაისის ბოლომდე დაახლოებით, 140 000 კოვიდინფიცირებულისთვის საჭირო remdesivir–ის რაოდენობა იქნება მზად.

„Gilead აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა remdesivir–ის წარმოება კიდევ უფრო გაფართოვდეს. ვგეგმავთ, წლის ბოლომდე დაახლოებით მილიონი დოზა ვაწარმოოთ, 2021 წელს კი – რამდენიმე მილიონი.

COVID-19-ის მკურნალობის სტანდარტად შესაძლოა, პრეპარატი " remdesivir" გამოცხადდეს. ამის შესახებ 29 აპრილს აშშ-ის ალერგიული და ვირუსული დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგებით, ამერიკული კომპანია „ Gilead“–ის მიერ თავის დროზე „ებოლას“ წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პრეპარატი " remdesivir" 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.

იხილეთ ასევე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე: "არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც " remdesivir"–ს მიიღებს"

ცნობისთვის: კორონავირუსი სახელწოდებით COVID-19 თავდაპირველად ჩინეთში, ქალაქ უხანში დაფიქსირდა. მსოფლიოში COVID-19–მა 234 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 320 000–ს გადააჭარბა, 1 043 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S