Accentnews.ge
მთავრობა გარკვეული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

მთავრობა გარკვეული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

01/05/2020 12:39:17 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ მთავრობა გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, რეგულარული რეისები აღდგენაზე ფიქრობს, თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებასა და ვითარებაზეც, ვისთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უსაფრთხო ფრენების პრინციპების დაწესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამ პრინციპებს გაითვალისწინებს.

„ავიამიმოსვლა ეს არის ორმხრივი და მრავალმხრივი პროცესი. აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ აღდგეს სრულმასშტაბიანად ავიამიმოსვლა, არ არის სამწუხაროდ, საკმარისი მარტო ჩვენი, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა. ჩვენ რაოდენ წარმატებულებიც არ უნდა ვიყოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში, აუცილებლად იგივე დადებითი ტენდენციები უნდა ფიქსირდებოდეს პარტნიორ ქვეყნებში, მსოფლიოში, იმიტომ, რომ ჩვენ ეპიდემიამდე ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ცა გვქონდა და 50-მდე ქვეყანასთან, 50-მდე მიმართულებით ვახორციელებდით პირდაპირ ფრენებს“,– აღნიშნა თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S