რატომ დაიწყო ამერიკულმა ბაზარმა ზრდა
01/05/2020 11:37:35 მსოფლიო
მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში აშშ-ში წარმოების ვარდნა (ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი) შეიძლება, მხოლოდ 2008 წლის ფინანსური კრიზისის პიკის მაჩვენებლებს შევადაროთ. ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის კლების დონემ პირველ კვარტალში საშუალოდ 5%-ს მიაღწია. ეკონომისტების აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა, მაღალი ალბათობით, რეცესიის მდგომარეობაში აღმოჩნდა.ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ – ამერიკულმა ცენტრალურმა ბანკმა ოთხშაბათს გამოაცხადა განზრახვა, საკრედიტო განაკვეთი პრაქტიკულად 0-ზე შეინარჩუნოს და მზაობა, ყველაფერი გააკეთოს ამერიკული ეკონომიკის მხარდასაჭერად. ამასობაში უოლ-სთრითზე საბაზრო ინდექსები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის შეუჩერებლად იზრდება. პროგნოზირებენ თუ არა ბაზრები სწრაფ ეკონომიკიურ გამოჯანსაღებას?
ვაჭრობის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, პანდემიამ ამერიკის ეკონომიკას მიაყენა დარტყმა, რომელიც შეიძლება, 2008 წელს საკრედიტო ბუშტის აფეთქებას შევადაროთ. ეს არაა ეკონომიკური აპოკალიპსისის სურათი, რომელსაც ზოგიერთო ანალიტკოსი პროგნოზირებს, ელის რა 30%-იან ეკონომიკურ ვარდნასა და ხანგრძლივ გამოჯანსაღებას. თუმცა ნათელია, რომ ეკონომიკის შენელება უმუშევრობის გიგანტურ ნახტომად გადაიქცა. 1,5 თვის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურებს უმუშევართა შემწეობის დანიშნვის თხოვნით თითქმის 26 მლნ-მა ამერიკელმა მიმართა. უმუშევრობის რეალური დონე 20%-ს ასცდა, რაც 1934 წლიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინდივიდუალური მოხმარება, რომელზეც ამერიკული მშპ-ის დაახლოებით ნახევარი მოდის, თითქმის 8%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ხისტი ვარდნაა ბოლო 40 წლის განმავლობაში.
ანალიტიკოსები, რომელთაც “Wall Street Journal” ციტირებს, უახლოესი თქვეების განმავლობაში კიდევ უფრო უარეს შედეგებს ელიან. მაგალითად, საფინანსო კომპანია HIS Markit, რომელიც სტატუსტიკურ მონაცემებს აანალიზებს, პროგნოზირებს, რომ გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის დასაწყისში ეკონომიკური ვარდნის საშუალო დონემ შესაძლოა, 37 პროცენტს მიაღწიოს.
ამერიკის ხელისუფლებისთვის კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, რამდენად ღრმა იქნება ეკონომიკური ვარდნა, მათ ეკონომიკური ზრდის განახლების პრობლემა უფრო აღელვებთ. პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლარი ქადლოუმ განაცხადა, რომ ზაფხულისთვის ქვეყნის ეკონომიკა ზრდას დაიწყებს, თუმცა ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა ოთხშაბათს კონგრესს უჩვეულო მოწოდებით მიმართა:
“დადგა დრო, გამოყენებულ იქნას აშშ-ის გიგანტური ფისკალური სიძლიერე, გაკეთდეს ყველაფერი ეკონომიკის მხარდასაჭერად და იმისათვის, რომ ეს პერიოდი უმცირესი დანაკარგებით გამოვიაროთ ამერიკული ეკონომიკის გრძელვადიანი პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად”.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკი, ყიდულობს რა კომერციულ, მუნიციპალურ, იპოთეკურ ობლიგაციებს, აკრედიტებს რა საშუალო ბიზნესს, აკავებს რა საკრედიტო განაკვეთს ფაქტობრივად 0-ზე, თვლის, რომ კონგრესმა პოტენციურად უნდა გამოყოს ტრილიონობით დოლარი მომხმარებლის, მუნიციპალიტეტებისა და შტატების მხარდასაჭერად, მოთხოვნის სტიმულირებისთვის. ამასთან, კონგრესმა უკვე გამოყო დაახლოებით 3 ტრლნ დოლარი კორპორაციებისა და მომხმარებელთა მხარდასაჭერად, მათ შორის – ერთჯერადი გრანტები თითოეული ამერიკელისთვის – ზრდასრულთათვისაც და ბავშვებისთვისაც.
მსგავსი ზომები 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროსაც კი არ მიუღიათ. არნახული საფრთხის წინაშე ფედერალურმა რეზერვმა დაივიწყა ტრადიციული ნეგატიური დამოკიდებულება პოლიტიკოსების ინსტინქტური სურვილისადმი, სახელმწიფო ხარჯები ზარდონ და მოუწოდებს ამ უკანასკნელებს, ფული ხარჯონ და სახელმწიფო ვალი გაზარდონ, რაც ნორმალურ პირობებში ინფლაციისა და სხვა სერიოზული უსიამოვნებების რისკს შეიცავს. ახლა ეკონომიკის გასაცოცხლებლად ყველა გზა მართებულია.
თუმცა ამ შემაშფოთებელმა მონაცემებმა საპირისპირო რეაქცია გამოიწვია უოლ-სთრთზე, სადაც საბაზრო ინდექსები ოთხშაბათს 2%-ზე მეტით გაიზარდა და ბოლო თვის განმავლობაში წინა თვეს განცდილი 30%-იანი დანაკარგებიდან 20 დაიბრუნა. ნახტომის უშუალო მიზეზად სავარაუდოდ, იქცა დამაიმედებელი ინფორმაცია COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის გამოცდის თაობაზე. მაგრამ თუ აქციების კურსების მოძრაობის დინამიკით ვიმსჯელებთ, უოლ-სთრითი უკანასკნელი არცთუ სასიამოვნო ეკონომიკური მაჩვენებლებით დიდად შეშფოთებული არ არის. რა ხდება?
როგორც ამასთან დაკავშირებით წამყვანი ამერიკული ბანკების ყოფილი ფინანსური ანალიტიკოსი იური იარიმ-აგაევი აღნიშნავს, ზემოთხსენებული უკვე “გუშინდელი სიახლეებია” – ეს ყველაფერი ბაზრისთვის უკვე ცნობილი იყო და სწორედ ამის გამო დაიწყო მან საწყის ეტაპზე მკვეთრი ვარდნა, - უფრო მკვეთრი, ვიდრე ამჟამინდელი ზრდა.
“მაღალი უმუშევრობის ფაქტი ცხადი იყო. ციფრები დაგვიანებით მოდის, მაგრამ ვის აკვირვებს ისინი? იმის შესახებ, რომ ფირმების გარკვეული რაოდენობა დაიხურა, უკვე თვეზე მეტია, ვიცით და ბუნებრივია, რომ უმუშევართა ასეთი რაოდენობა გვაქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არანაირ ახალ ცუდ სიახლეებს ბოლო დღეებში ბაზარი არ იღებს. ახლა იგი უმთავრესად პერსპექტივებს აკვირდება, რამდენად სწრაფად გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან. და სიახლეების დიდი ნაწილი უფრო ოპტიმისტურია. როგორც, მაგალითად, ეპიდემიასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ადგილების უმრავლესობაში ეპიდემია უკვე უკან იხევს, შტატებისა და რეგიონების ნაწილი უკვე იხსნება. ინვესტორები ძალზე ყურადღებით ადევნებენ თვალს პროგრესს მედიცინაში. მაგალითად, დღეს მათ პოზიტიური რეაგირება მოახდინეს ინფორმაციაზე წამლის შესახებ, რომელსაც კომპანია Gilead ამუშავებს.
– ანუ, მომავალი უღრუბლოებისკენ იცვლება?
– 100%-იანი სიზუსტით ამას ვერ ვიტყვით. უპირველესად, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ბედი ეწევა პანდემიას. თუ აგორდება მეორე ტალღა, ეს დიდ გავლენას მოახდენს ყველაფერზე, მათ შორის – ბაზარზეც. გარდა ამისა, არავინ იცის, როგორ მოიქცევიან ადამიანები. მაგალითად, თუ ავიამომისვლა განახლდება, დაბრუნდებიან იქ თუ არა და თუ დაბრუნდებიან, რამდენნი? თუ გაიხსნება კურორტები, სასტუმროები, რამდენად სწრაფად დაბრუნდებიან იქ დამსვენებლები? ივლიან თუ არა ადამიანები იმავე რაოდენობით რესტორნებში, როგორც პანდემიამდე, თუ არა? ყველაზე ძნელადპროგნოზირებადი ფაქტორი კი ამ რთული სიტუაციიდან გამოსვლის სიჩქარეა”.


