Accentnews.ge
მინისტრი – ტურიზმზე: "აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო"

მინისტრი – ტურიზმზე: "აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო"

01/05/2020 11:19:43 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ "ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო".

განცხადება მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ეკონომიკური ნაწილის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც თურნავამ აღნიშნ, ტურიზმის მიმართულებით სპეციფიური ანტიკრიზისული გეგმა მზადდება.

„ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ის ინდუსტრია, რომელსაც დღეს სჭირდება შველა, განსახვებული გვერდით დგომა, რომელიც დღემდე მთლიანად ედგა გვერდში საქართველოს და ახლა ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება მას. თუკი სხვა ბიზნესები კიდევ ამოიქოქება, ტურიზმში გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ვერ დაძლევს პანდემიას და შეზღუდვები შენარჩუნდება, განსხვავებული სირთულე არსებობს და განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, ამიტომ ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიურ, განსხვავებულ ანტიკრიზისულ გეგმას. გვაქვს შანსი, წლის დასასრულიდან საქართველო უსაფრთხო ადგილი გახდეს, რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო: ტურიზმის მიმართ ახალი მოთხოვნები დაისმევა. ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს და კვლავ დაიწყება ტურისტების მიმოსვლა“, - განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S