Accentnews.ge
მოქალაქეები 200–ლარიან დახმარებას 1 მაისიდან მიიღებენ

მოქალაქეები 200–ლარიან დახმარებას 1 მაისიდან მიიღებენ

01/05/2020 09:18:37 ეკონომიკა

მოქალაქეებს, რომელთაც 2020 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და შემდეგ თვეში (თვეებში) ვეღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას, კომპენსაცია 1 მაისიდან ჩერიცხებათ. საუბარია თვეში 200–ლარიან დახმარებაზე, ხოლო ჯამში 1200 ლარზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოში დამქირავებელი წარადგენს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, კომპენსაციის მოთხოვნისთვის დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე (საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად) ელექტრონულად, გადამხდელის პირადი ვებგვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარმოადგენს იმ პირთა სიას, რომლებზეც ერთხელ მაინც აქვს გაცემული ხელფასი 2020 წლის პირველ კვარტალში და აღარ გაუცია წინა თვეში.

დამქირავებელი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგენს შემდეგი სახის ინფორმაციას: დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები;·დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი). ყოველი თვის 20 რიცხვამდე, დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოამზადებს საკომპენსაციო პირთა ერთიან ბაზას და გაუგზავნის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც მოხდება საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა პირის საბანკო ანგარიშზე. პირველი საკომპენსაციო თვე იქნება 2020 წლის აპრილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S