ვის უმკურნალებენ საქართველოში პლაზმის მეთოდით
30/04/2020 12:02:15 საზოგადოება
Covid-19-ის წინააღმდეგ პლაზმით მკურნალობის მეთოდი მასობრივი ვერ გახდება და საქართველოში მას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში გამოიყენებენ. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძემ აცხადებს.
მისივე თქმით, პლაზმის მეთოდის გამოყენებას მაღალი კომპეტენცია და შესაბამისი ტექნოლოგიები სჭირდება, რაც საქართველოში, თითქმის მიღწეულია.
ცერცვაძე განმარტავს, ამ მეთოდით უმკურნალებენ იმ პაციენტს, რომელთანაც სხვა მედიკამენტებმა არ იმუშავა:
"ჩვენ ვსინჯავთ ყველა იმ დონორის სისხლს და ვისაც გამოუმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი და ვისაც სისხლში აქვს დამცავი ანტისხეულების დიდი კონცენტრაცია, მხოლოდ მათი პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ. ასეთი, წინასწარი მონაცემებით, არის 20-დან ერთი. საქართველოში Covid-19-ისგან ჯერ–ჯერობით 178 ადამიანია გამოჯანმრთელებული, აქედან, დონორად შეიძლება, მხოლოდ 8 გამოდგეს. ამიტომ ამ მეთოდს ჩვენ გამოვიყენებთ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სხვა მედიკამენტები არ მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ გადავარჩენთ ზოგიერთ პაციენტს, მაგრამ ეს ვერ გახდება მასობრივი გამოყენების ობიექტი”.
იხილეთ ასევე: საქართველოში Covid-19–სგან გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმით ავადმყოფების მკურნალობა იწყება


