
რუსეთში ნავთობმზიდი გემი აფეთქდა – არიან დაკარგულები
11/06/2019 07:33:14 სხვა, მსოფლიო
რუსეთში, მახაჩყალაში მდებარე პორტში ნავთობმზიდი გემი აფეთქდა, – იუწყება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო.
მისივე ცნობით, მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ორი კი მძიმედაა დაშავებული.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები და აფეთქების მიზეზები ჯერ–ჯერობით უცნობია.