Accentnews.ge
საქმიანობის აღდგენის მსურველი კომპანიებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყება

საქმიანობის აღდგენის მსურველი კომპანიებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყება

29/04/2020 12:18:31 ეკონომიკა

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ კოპმანიებს, რომელთაც საქმიანობის აღდგენა სურთ, აპლიკაცია უნდა შეავსონ.

ფერაძის თქმით, აპლიკაციის შევსება კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე დღეს 18:00 საათიდან შეეძლებათ.

„ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დღეს დაიწყება რეგისტრაციის პროცესი. აპლიკაცია მიმართულია იქითკენ, რომ ყველა დარეგისტრებული კოპმანია იმდღესვე გადანაწილდება დარგობრივ უწყებებზე. დღის ბოლოს შეგვეძლება მოვახდინოთ კომპანიების იდენტიფიცრება და განვსაზღვროთ რომელი კოპმანია აკმაყოფილებს მოთხოვნებს და რომელი არა.

ბიზნეს სექტორი ვალდებულია, დღეს, 18:00 საათიდან დაიწყოს რეგისტრაციის პროცესი. სპეციალური აპლიკაცია მოგვცემს საშუალებას, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნეს სექტორი“, - განაცხადა ფერაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S