
მთავრობის ინსტრუქცია – როგორ უნდა ისარგებლოთ სახელმწიფო დახმარების პაკეტით
29/04/2020 11:58:49 ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ისარგებლონ მოქალაქეებმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული დახმარების პაკეტით:
.საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება
- 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6 თვიან პერიოდში, თითოეულ თვეში მათი ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს. შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ კერძო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციები და აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება საჯარო სექტორში არსებულ ორგანიზაციებზე.
- ის საწარმოები, ვინც უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ შეღავათით, მაისი-ოქტომბრის პერიოდში, ხელფასების გაცემის დროს საშემოსავლო გადასახადს:
- საერთოდ არ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც 750 ლარი ან უფრო ნაკლებია;
- ნაწილობრივ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც მეტია 750 ლარზე და არ აღემატება 1500 ლარს. ამ შემთხვევაში დარიცხულ ხელფასს აკლდება 750 ლარი და დარჩენილი თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით; მაგ: თუ საწარმოში დასაქმებული პირის დარიცხული ხელფასი შეადგენს 1000 ლარს,ü აღნიშნულ თანხას აკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს იხდის მხოლოდ დარჩენილ 250 ლარზე (50 ლარს). სრულად გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელზეც კონკრეტულ თვეში ხელფასი· იქნება 1500 ლარზე მეტი;
- ხელფასის 1500 ლარიანი ზღვარი მოქმედებს კონკრეტულ თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე, ანუ მაგალითისთვის თუ მაისში დაქირავებულზე გაიცა 1600 ლარი, ამ დაქირავებულზე საწარმო საშემოსავლო გადასახადით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუ ამავე დაქირავებულზე ივნისში გაიცა 1400 ლარი, ამ შემთხვევაში ისარგებლებს შეღავათით და ივნისის საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის ნაწილობრივ, კერძოდ 1400 ლარს გამოაკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის 650 ლარზე (130 ლარს);
კითხვები: ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი?
არ ნიშნავს, ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს საწარმოს და მისი გადასაწყვეტია მიმართავს ხელფასის გასაზრდელად თუ უფრო მეტი დაქირავებულის შესანარჩუნებლად.
ისარგებლებს, თუ არა ამ შეღავათით, პირი რომელიc, დაქირავებით მუშაობს ორ ან მეტ საწარმოში?
ისარგებლებს. გადასახადისგან გათავისუფლდება პირის მიერ, თითოეულიü დამქირავებლისგან მიღებული ხელფასი 750 ლარამდე, თუ ამავე დამქირავებელთან მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.
ხომ არ დაკარგავს ამ საგადასახადო შეღავათის გამოყენებით, პირი სხვა შეღავათს, რომელიც· მას კანონმდებლობით ეკუთვნის (მაგ: სარგებლობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილისთვის გათვალისწინებული შეღავათით ან სხვა შეღავათით)?
არ დაკარგავს. პირი ისარგებლებს ორივე შეღავათით.ü
დაქირავებულთა დახმარება, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი კორონავირუსის პანდემიის შედეგად
აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200 ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებიც 2020 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და ამის შესახებ მის დამქირავებელს საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად, შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი. დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა ხდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით.
კითხვები: დასაქმებული ვიყავი საწარმოში, თუმცა ხელფასი არ მერიცხებოდა ბანკში, დამქირავებელი ხელფასს მიხდიდა ხელზე. ამ შემთხვევაში მივიღებ თუ არა კომპენსაციას?
მიუხედავად იმისა, ხელფასი ირიცხებოდა საბანკო ანგარიშზე თუ გაიცემოდა ხელზეü ნაღდი ფულის სახით, დამსაქმებელი ვალდებული იყო გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი და თქვენ შესახებ ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურში. შესაბამისად, თუ თქვენი დამსაქმებელი ასრულებდა მის ვალდებულებებს, თქვენ მიიღებთ კომპენსაციას.
ვიყავი დასაქმებული, მაგრამ ჩემი დამქირავებელი არ აგზავნიდა საჭირო ინფორმაციას· შემოსავლების სამსახურში, მივიღებ თუ არა კომპენსაციას?
კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა ხელფასზეცü დამქირავებელს ინფორმაცია წარდგენილი აქვს შემოსავლების სამსახურში შესაბამისი თვეების დეკლარაციებით.
ჩემმა დამსაქმებელმა მითხრა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს· შემოსავლების სამსახურში, თუმცა მაისში კომპენსაცია არ ჩამრიცხვია და აპრილშიც ხელფასი არსაიდან არ ამიღია, ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში?
უნდა დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრს - info@rs.ge,ü T. 2 299 299
თვითდასაქმებულები
თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია 300 ლარის ოდენობით. კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია, დასტურდებოდეს, რომ ეს პირი 2020 წლის პირველკვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.
თვითდასაქმებული პირები იყოფიან 2 კატეგორიად:
- ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში;
- ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათშემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, შესაბამისადარ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა და არ იხდიდნენ კუთვნილ გადასახადებს.
იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში,ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე - www.moh.gov.ge, უნდა შეავსონელექტრონული განაცხადის ფორმა. საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა არ განხორციელდება სხვა პირის საბანკო ანგარიშზე.
კითხვები: ვინ შეიძლება მოხვდეს არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში და რადამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს?
ბაზრობის დახლზე მოვაჭრე პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული მეწარმედ დარომლის შესახებაც ბაზრობის ორგანიზატორს ინფორმაცია არ აქვს წარდგენილი შემოსავლების სამსახურში (შესაბამისად ეს პირი ვერ მოხვდებოდა შემოსავლებისსამსახურის მიერ სააგენტოსთვის გაგზავნილ საკომპენსაციო პირთა სიაში) - აღნიშნულმა პირმა ეკონომიკური აქტივობის/შემოსავლის წყაროს დასადასტურებლად უნდა წარადგინოსბაზრობის ორგანიზატორის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი 2020წლის პირველ კვარტალში ვაჭრობდა მისი ბაზრობის ტერიტორიაზე და იხდიდა შესაბამისქირას/იჯარას;
პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში ან დასახლებულპუნქტებს შორის გადაჰყავდა მგზავრები და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს - უნდა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან;
პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტებიდან ბავშვები დაჰყავდა საჯარო სკოლაში და არწარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს - უნდა წარადგინოს დამადასტურებელიდოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან;
პირი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას და არ წარმოადგენსკომპანიის თანამშრომელს; - უნდა წარადგინოს ავტოსადგურის ორგანიზატორისგან შესაბამისი ცნობა და მომსახურების გაწევის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი (საბანკო ტრანზაქცია ან სალარო აპარატის ჩეკი);
პირი, რომელიც დღიურად აქირავებდა კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს ბინებისგაქირავების ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვა) - უნდა წარადგინონ საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი);
პირი, რომელიც ამზადებდა სუვენირებს და აბარებდა სუვენირების მაღაზიას, ან პირირომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტს აბარებდა საცხობს/რესტორანს - უნდა წარადგინოს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი, მიღებაჩაბარების აქტი);
პირი, რომელიც მუშაობს ძიძად, ხელოსნად, დამლაგებლად ან სხვა მსგავსი ტიპს სამუშაოზე -კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ წარადგენს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული სერვისის მიმწოდებელი/საშუამავლო კომპანიიდან ცნობას, ვისი მეშვეობითაც 2020 წლის 1 აპრილამდე მოხდა მისი დამსაქმებელთან დაკავშირება; ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდება ეკონომიკური აქტივობა ან/და ქონდა შემოსავალი და შეძლებს ამ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას (მათ შორის საბანკო ამონაწერის მეშვეობით);ზემოაღნიშნული 3 კატეგორიის კომპენსაციიდან/შეღავათიდან პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი შეღავათით.
დასაქმებულებზე და თვითდასაქმებულებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებადდაუკავშირდეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრს -info@rs.ge, T. 2 299 299.