Accentnews.ge
საქართველოში რამდენიმე ათეულ ათას სესხზე პროცენტი მცირდება

საქართველოში რამდენიმე ათეულ ათას სესხზე პროცენტი მცირდება

29/04/2020 09:04:24 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საქართველოში რამდენიმე ათეულ ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება. რეფინანსირების განაკვეთის 0,5 ერთეულით შემცირების შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 29 აპრილს იმსჯელა.

"პანდემიის ფონზე, ლოგისტიკური შეზღუდვებით გამოწვეული მიწოდების ფაქტორები მიმდინარე თვეებში ინფლაციის შემცირებას დააყოვნებს, თუმცა საგარეო და შიდა მოთხოვნის მკვეთრი კლება წლის განმავლობაში ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის. მოთხოვნის მხარეს მოსალოდნელი სისუსტის გათვალისწინებით ამ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არის", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების შესახებ ინფორმაცია სასესხო ხელშეკრულებაშია. მოქალაქეებს ამ დეტალის შესახებ ინფორმაცია ბანკთან კომუნიკაციითაც შეუძლიათ.

ამ დრომდე რეფინანსირების განაკვეთი 9% იყო. ამ ნიშნულამდე გაზრდის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბერს მიიღო. მიზეზი ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი იყო.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 24 ივნისს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S