კორონავირუსი რუსულ საპატიმროებში გავრცელდა
28/04/2020 15:02:13 მსოფლიო
რუსული პენიტენსიური სისტემის 271 თანამშრომელი და 40 პატიმარი ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდა, –ამის შესახებ რუსული მედია უწყების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე წყაროს ცნობით, რეგიონებში, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, მოქმედებს "განსაკუთრებული რეჟიმი": შეჩერებულია ამანათების მიღება, სასამართლოში არ ხორციელდება ეჭვმიტანილების, ბრალდებულების და მსჯავრდებულების სასამართლოს საგამოძიებო მოქმედებებში ჩასართავად გამოძახება, შეწყვეტილია პაემნები.
ცნობისთვის: პატიმრებმა და უფლებადამცველებმა არაერთხელ იჩივლეს იმის შესახებ, რომ საპატიმრო დაწესებულებებში კორონავირუსზე ტესტირება არ ჩატარებულა, თავად უწყება კი ირწმუნება, რომ 18 000–მდე პირი გაიტესტა.
მანამდე რუსული პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, კოლონიებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში კორონავირუსის არარსებობის თაობაზე. პირველი შემთხვევის შესახებ აპრილის დასაწყისში აღიარეს, თუმცა შემდეგ ითქვა, რომ იმფექცია პატიმრებში არ გავრცელებულა.
იხილეთ ასევე: მედია: რუსულ ჯარში კორონავირუსი მასობრივად გავრცელდა


