მედია: რუსულ ჯარში კორონავირუსი მასობრივად გავრცელდა
28/04/2020 08:04:20 მსოფლიო
რუსეთის არმიაში კორონავირუსი მასობრივად არის გავრცელებული,-ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებულ 900 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ორი სამხედრო მოსამსახურე მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ინფიცირებულია სამხედრო სასწავლებლების 129 პედაგოგი და 245 სამოქალაქო პირი.
მიუხედავად ამისა, რუსეთმა საგაზაფხულო გაწვევა არ გადადო.
ინფორმაციისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 6 411 შემთხვევა დაფიქსირდა. ამდენად, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 93 558–მდე გაიზარდა. მათგან 867 ადამიანი გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: კრემლი რუსულ ჯარში COVID-19-ის გავრცელებას მალავდა


