Accentnews.ge
კრემლი რუსულ ჯარში COVID-19-ის გავრცელებას მალავდა

კრემლი რუსულ ჯარში COVID-19-ის გავრცელებას მალავდა

14/04/2020 10:32:39 მსოფლიო

რუსულმა მედიამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის შესახებ შეიტყო. РБК-ს ცნობით, ჯერ კიდევ მარტის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ მთავრობას სამი ინფიცირებულისა და 200-ის იზოლირების შესახებ აცნობა.

იმ მასალებიდან გამომდინარე, რომელიც სამხედრო უწყებამ მთავრობას გადაუგზავნა, დაინფიცირდა სხვადასხვა საჯარისო შენაერთების სამი წარმომადგენელი, რომელთაგან ორი ამჟამად კლინიკაში მკურნალობს, ერთი კი - სახლის პირობებში.

გამოცემის ინფორმაციით, დაავადებულთან კონტაქტში იყო 60-ზე მეტი სამხედრო, ვირუსის სხვა მატარებლებთან – 130 ჯარისკაცი. ყველა მათგანი იზოლაციაში მოაქციეს, თუმცა ვირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო მოემზადა იმისთვის, რომ დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება: სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში დამატებით 4800 საწოლი შეიტანეს, ინფიცირებულთა მისაღებად მოამზადეს 32 სამხედრო ჰოსპიტალი, 30 მარტიდან კი დაიწყეს 7 მობილური ჰოსპიტალის ფორმირება, რომელთაგან თითოეული 700 პაციენტზეა გათვლილი.

თავდაცვის სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიას არ მოუხდენია გავლენა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, საგაზაფხულო მიწვევა გამოეცხადებინა. პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, 15 ივლისამდე ქვეყნის შეიარაღებული ძალები 135 ათასი ადამიანით უნდა შეივსოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S