
ეროვნულმა ბანკმა ლარის 29 აპრილის კურსი დაადგინა
28/04/2020 12:56:16 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2014 ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.4822 ლარი, ერთი ბრიტანული სტერლინგის 4.0001 ლარი, ერთი თურქული ლირის 0.4578 ლარი.
28 აპრილს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2044 ლარი იყო, ერთი ევროსი – 3.4790 ლარი, ერთი ბრიტანული სტერლინგის 3.9882 ლარი, ერთი თურქული ლირის 0.4596 ლარი.