Accentnews.ge
აშშ-ს საელჩო: "საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეაბილიტაციის დაგეგმვაში დავეხმარებით"

აშშ-ს საელჩო: "საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეაბილიტაციის დაგეგმვაში დავეხმარებით"

28/04/2020 11:24:00 ეკონომიკა

საქართველოში აშშ-ს საელჩო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეაბილიტაციის დაგეგმვაში დაეხმარება. ინფორმაცია საელჩოს ფეისბუქ–გვერდზე გამოქვეყნდა.

"აშშ-ის მთავრობის COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ფარგლებში USAID/Georgia ეხმარება საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. ამჟამად ტექინკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, აშშ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად 64 მლნ დოლარით ეხმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S