Accentnews.ge
როგორ მიიღებენ მოქალაქეები 200–ლარიან სახელმწიფო დახმარებას

როგორ მიიღებენ მოქალაქეები 200–ლარიან სახელმწიფო დახმარებას

28/04/2020 11:18:52 ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურ 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის დაქირავებით დასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში ერთხელ მაინც აქვთ ხელფასი აღებული, შემდეგ თვეებში კი ვეღარ იღებენ. საუბარია დაქირავებით დასაქმებულებზე, რომლებსაც აღარ ერიცხებათ ხელფასი. ესენი არიან სამსახურიდან გათავისუფლებულები, უხელფასო შვებულებაში გაშვებულები და ისინიც, რომელთაც ხელფასს აღარ უხდიან.

როგორც განიმარტა, კომპენსაციის გაცემა მაისიდან დაიწყება და ეს იქნება აპრილის თვის კომპენსაცია.

მინისტროს მოადგილის თქმით, დამსაქმებლებს იმ პროცედურის გავლა მოუწევთ, რასაც საშემოსავლო სამსახურში აქამდეც აკეთებდნენ:

„დამქირავებელი ყოველი თვის 20 რიცხვამდე, სასურველია, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად, rs.ge-ზე წარმოადგენს იმ პირთა სიას, ვინც ერთხელ მაინც აიღო ხელფასი ამ სამ თვეში და შემდეგ აღარ აუღია“. rs.ge-ზე ფორმაში უნდა მიუთითოს დასაქმებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისი საკონტაქტო მონაცემები და საბანკო რეკვიზიტები — ანგარიშის ნომერი, სადაც თანხა უნდა ჩაურიცხონ“.

მინისტრის მოადგილის თანახმად, ყოველი თვის 20 რიცხვამდე rs.ge გააკეთებს საკომნეპსაციო პირთა ერთიან ბაზას და ამ ბაზას გაუგზავნის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც უშუალოდ გადაურიცხავს თანხას უხელფასოდ დარჩენილ დასაქმებულებს.

იხილეთ ასევე: ვინ რა სახის დახმარებას მიიღებს პანდემიის პირობებში – ე.წ. ზრუნვის პაკეტი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S