რუსეთმა კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ ირანიც ჩამოიტოვა
28/04/2020 08:29:20 მსოფლიო
ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა ორჯერ შეიცვალა პოზიცია იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექცია: 28 აპრილს ოფიციალურად ცნობილი დადასტურებული შემთხვევების მიხედვით მერვე პოზიციაზე „დაწინაურდა“ და ირანს გადაუსწრო.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემების თანახმად, რუსეთში დარეგისტრირებულია 93 558 შემთხვევა, ირანში – 91 472.
„მოწინავე“ პოზიციებზე რჩებიან აშშ – 988 4000 დადასტურებული შემთხვევით, ესპანეთი – 229 400, იტალია – 200 000. შემდეგ მოდის საფრანგეთი (165 977), გერმანია (158 758), ბრიტანეთი (158 758) და თურქეთი (112 261).
იხილეთ ასევე: მედია: რუსულ ჯარში კორონავირუსი მასობრივად გავრცელდა“


