Accentnews.ge
ეკონომიკის მინისტრი ონლაინ კომპანიებს მიმართავს

ეკონომიკის მინისტრი ონლაინ კომპანიებს მიმართავს

27/04/2020 12:19:50 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კომპანიებს, რომელაც 27 აპრილიდან ონლაინ ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცათ, მოუწოდებს, დაიცვან რეკომენდაციები.

„მივმართავ მათ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები, დაიცვან სანიტარული ნორმები, აკონტროლონ თანამშრომლები - ჰქონდეთ გამართული მოკვლევადობის სისტემა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს პირადი დაცვის საშუალებები და სხვა.

პირველივე ეტაპზე ამოქმედებულ კომპანიებს დამატებითი პასუხისმგებლობა აკისრიათ როგორც საკუთარ ბიზნესზე, ასევე კლიენტის ჯანმართელობასა და შეზღუდვების შერბილების შემდგომი ეტაპების ამოქმედების გეგმის შეუფერხებლად გაგრძელებაზეც. თუ ამ პერიოდში ამ კუთხით რაიმე სახის ეპიდემიოლოგიური პრობლემა შეიქმნა, ნებისმიერ დროს გვექნება უფლება და მოვალეობაც, რომ გადავდოთ შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპები. ამიტომ ონლაინ კომპანიები უნდა იყონ ჩვენი თანამოაზრეები ამ ნაწილში. ამასთან, მინდა ბევრ კომპანიას გადავუხადო მადლობა, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება ამ მოთხოვნებს და ასრულებს მათ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ „რუსთავი 2“–ის ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S