Accentnews.ge
ირანი ევროკავშირის ქვეყნებს საყვედურობს

ირანი ევროკავშირის ქვეყნებს საყვედურობს

11/06/2019 03:51:43 სხვა, მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანი ევროკავშირს მოუწოდებს, წინ აღუდგნენ ამერიკის „ეკონომიკურ ტერორს“ ირანის წინააღმდეგ.

„ევროპისგან ველოდებით სიმტკიცისა და წინააღმდეგობის გამოვლენას ამერიკის ეკონომიკური ტერორის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების დროს. 

მისი თქმით, „ომი“, რომელიც ამერიკამ ერთი წლის წინ დაიწყო ირანის წინააღმდეგ, არავის ინტერესებშია, სანქციები, რომელიც ამერიკამ თეირანს დაუწესა, ქვეყანას ჩიხში არ შეიყვანს.

ირანის პრეზიდენტმა ევროპას უსაყვედურა, რომ ამერიკის ქმედებებზე რეაქცია არ აქვთ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, ვერ დაინახა ევროპის მიერ მიღებული სერიოზული ზომები.

თავის მხრივ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბერლინსა და ვაშინგტონს ირანთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით უთანხმოება აქვთ.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნები ყოველ ღონეს ხმარობენ ბირთვული შეთანხმების შესანარჩუნებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S