Accentnews.ge
Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა

27/04/2020 11:34:12 ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. განახლებული შეფასებით, "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" არის შემცირებული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი. თავად რეიტინგი კი კვლავ "BB" დონეზე არის დადასტურებული.

COVID-19-ის გამო, ორგანიზაცია საქართველოს მშპ-ის 4.8%-ით შემცირებას ვარაუდობს, რაც აქამდე გაკეთებულ სხვა შეფასებებთან შედარებით ყველაზე პესიმისტური პროგნოზია.

"სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვნად, 39.8%-დან 59.4%-მდე გაიზრდება, 2021 წელს კი ის 56.3%-მდე შემცირდება", - ნათქვამია მიმოხილვაში. ამასთან, იმის გამო, რომ სახელმწიფო ვალის 77.7 უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული, გაცვლითი კურსის შოკიდან გამომდინარე, ამ მხრივ მნიშვნელოვანი სავალუტო რისკები არსებობს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისითაც გაურკვევლობა მაღალია, რაც 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესს უკავშირდება, რადგანაც არ არის გამორიცხული, რომ COVID-19-ის გამო, არჩევნების ჩატარების წესზე დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გადავადდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S