
დავითაშვილის ქმით, აგრარული ბაზრების უმეტესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს
27/04/2020 09:12:13 ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში რეგისტრირებული აგრარული ბაზრების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს სუსრსანთის ეროვნული სააგენტოსა და მედიკოსების მიერ შექმნილ გაიდლაინებს, სადაც კონკრეტული მოთხოვნებია გაწერილი.
„ამ მომენტისთვის საქართველოში დაახლოებით 80 აგრარული ბაზარია რეგისტრირებული, თუმცა უმრავლესი მათგანი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ყველა რეგისტრირებული ბაზარი ინფუნქციონირებს. ყველა ის აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას, მნიშვნელოვანია, აკმაყოფილებდეს გაიდლაინებში გაწერილ მოთხოვნებს“,– განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, თბილისში არსებული აგრარული ბაზრების მუშაობის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება.
ცნობისთვის: დღეიდან აგრარული ბაზრები გაიხსნა.