მე–6 დღეა, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება
25/04/2020 18:45:33 მსოფლიო
მე–6 დღეა, იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 415 ადამიანი დაიღუპა და 2 357 ადამიანი დაინფიცირდა. ეს მონაცემები 17 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გუშინ იტალიაში Covid-19-ით 420 ადამიანი დაიღუპა და 3 021 დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 26 384 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 195 351, გამოჯანმრთელებულია 63 120.
იხილეთ ასევე: იტალიური მედია – ქვეყანა 27 აპრილიდან გაიხსნება
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 198 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 800 000–ს გადააჭარბა, 813 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


