იტალიური მედია – ქვეყანა 27 აპრილიდან გაიხსნება
24/04/2020 12:38:07 მსოფლიო
იტალიური გამოცემა Corriere della Sera–ს ცნობით, ქვეყანა 27 აპრილიდან გაიხსნება. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია იტალიის მთავრობას ჯერ–ჯერობით არ დაუდასტურებია.
გამოცემის ინფორმაციით, 27 აპრილიდან გაიხსნება სასოფლო-სამეურნეო და სატყეო ტექნიკის მწარმოებელი ქარხნები.
სამშენებლო ობიექტები და მოდის ინდუსტრია მუშაობას 4 მაისიდან განაახლებენ. 11 მაისიდან ქვეყანაში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები ამუშავდება. 18 მაისიდან კი სილამაზის სალონები, ბარები და რესტორნები.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო იტალიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო რეჟიმი 9 მარტს შემოიღო, რომლის მოქმედების ვადაც 14 აპრილს იწურებოდა. 10 აპრილს კი ხელისუფლებამ შეზღუდვები 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
ბოლო პერიოდში იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 25 549 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 189 973, გამოჯანმრთელებულია 57 576.


