Accentnews.ge
ზვიად სხვიტარიძე: "1200 ლარი, €350 – 3 ჯერ ნაკლებია 10 ჯერ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე"

ზვიად სხვიტარიძე: "1200 ლარი, €350 – 3 ჯერ ნაკლებია 10 ჯერ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე"

24/04/2020 18:49:00 ეკონომიკა

1200 ლარი, €350 3 ჯერ ნაკლებია 10 ჯერ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე, რომლებმაც უმუშევრად დარჩენილ ან უხელფასო შვებულებაში გაშვებულ პირებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწიეს,- ამის შესახებ ,,British American Tobacco“ -ს კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე სოციალურ ქსელში, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით წერს.

მისი თქმით, წარმოდგენილი სოციალურ-ეკონომიკური სტიმილირების გეგმა ადეკვატურია.

"მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების Covid-19 ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სტიმულირების პაკეტებში პირველ ადგილზეა უმუშევრად დარჩენილი ან უხელფასო შვებულებაში გაშვებული პირების პირდაპირი ერთჯერადი ფინანსური დახმარება: აშშ -$1200 ; ავსტრალია - $1500 მდე ; გერმანია - €1000 მდე; საფრანგეთი €1000- მდე; იაპონია - €930. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის GDP Per Capita 10დან 16 ჯერ აღემატება საქართველოსას. 1200 ლარი €350 რაც 3 ჯერ ნაკლებია 10 ჯერ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე. ბევრია საკრიტიკო ცალსახად, მაგრამ წარმოდგენილი სოციალურ-ეკონომიკური სტიმილირების გეგმა ადეკვატურია“,- წერს ,,British American Tobacco“ -ს კორპორატიული დირექტორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S