
უიუბ ტიტიევი საპატიმროდან გაათავისუფლეს
10/06/2019 15:07:07 სხვა, მსოფლიო
უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელი უიუბ ტიტიევი საპატიმროდან ვადაზე ადრე, პირობით გაათავისუფლეს.
შესაბამისი შუამდგომლობით ტიტიევის ადვოკატებმა სასამართლოს მაისში მიმართეს. მანამდე ორი თვით ადრე, 18 მარტს სასამართლომ ტიტიევს ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდებით ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ტიტიევი 2018 წლის იანვარში დააკავეს. გამოძიების მსვლელობის პერიოდში იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. პოლიცია ირწმუნებოდა, რომ ტიტიევის ავტომობილში მარიხუანა აღმოაჩინა, თავად ტიტიევი ბრალდებას უარყოფდა ბრალს და ირწმუნებოდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას სამართალდამცველებმა „ჩაუდეს“.