Accentnews.ge
ეხება თუ არა აკრძალვის მოხსნა კომენდანტის საათს

ეხება თუ არა აკრძალვის მოხსნა კომენდანტის საათს

24/04/2020 14:42:45 საზოგადოება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომენდანტის საათის მოქმედება ძალაში რჩება.

„როგორ საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია.

კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

იხილეთ ასევე: აკრძალვები, რომლებიც 27 აპრილიდან მოიხსნება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S