
აკრძალვები, რომლებიც 27 აპრილიდან მოიხსნება
24/04/2020 10:44:07 ეკონომიკა
27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტონობილებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა საბითუმო და საცალო, მიტანის სერვისით სარგებლობა ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის ბაზრების საქმიანობა,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ეხება ყველა იმ კომპანიას და დაწესებულებას, რომელიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპია და თუ გაუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, შეზღუდვები ისევ აქტიური გახდება. ეტაპებს შორის კი შუალედი 2 კვირა იქნება. ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა შეთანხმდება ეპიდემიოლოგებთან.
იზილეთ ასევე: ვინ რა სახის დახმარებას მიიღებ პანდემიის პირობებში – ე.წ. ზრუნვის პაკეტი