Accentnews.ge
ორ დღში 70-მდე ონლაინ კომპანია შემოწმდა

ორ დღში 70-მდე ონლაინ კომპანია შემოწმდა

24/04/2020 13:14:09 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, შემოწმდა 400-ზე მეტი კომპანია, მათ შორის 70-მდე ონლაინ კომპანია და მათი უმეტესობა პანდემიის კონტექსტში დაწესებულ ჯანდაცვის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

როგორც თურნავამ აღნიშნა, 70-მდე ონლაინ კომპანიის შემოწმება გასულ ორ დღეში მოხდა.

„მინდა ვთქვა, რომ ნახევარზე მეტი აკმაყოფილებს, მაგრამ არიან კომპანიები, ვინც მიუხედავად აქტიური მოთხოვნისა, რომ იმუშაონ, ვერ აკმაყოფილებს ჯანდაცვის გაიდლაინებს. იქნება ეს პირბადე თუ სასაწყობო მეურნეობის უსაფრთხოდ მოწყობა. ამ ეტაპზე ჩვენ კომპანიებს მივეცით მითითება, რა უნდა გამოასწორონ იმისათვის, რომ მათი საქმიანობა არამარტო მომგებიანი იყოს, არამედ უსაფრთხო იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. როგორც კი ისინი მზად იქნებიან და ხელახლა მოგვმართავენ, შეავსებენ აპლიკაციას და დაეშვებიან საქმიანობაში“, - განაცხადა თურნავამ.

27 აპრილიდან ონლაინ ვაჭრობა ნებარდართული იქნება. ოპერირებას განახორციელებენ კომპანიები, რომლებსაც ნებართვას შემოწმების შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო მისცემს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S