საქართველოს დიდი ქალაქები მხოლოდ ორი დღით გაიხსნება
24/04/2020 11:44:51 საზოგადოება
კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი საქართველოს დიდი ქალაქები – ბათუმი, თბილისი, ქუტაისი და რუსთავი მხოლოდ ორი დღით გაიხსნება, შემდეგ კი ისევ ჩაიკეტება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესებას დაემთხვა სააღდგონმო დღესასწაულს და მოქალაქეთა დიდი ნაწილი გასული იყო საცხოვრებლიდან ან სამუშაო ადგილიდან, გამონაკლისს ორი დღით გავაკეთებთ – ორშაბათს და სამშაბათს. მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე დაბრუნდნენ, თუმცა შემდეგ შეზღუდვები ისევ აღსდგება“,– განაცხადა გახარიამ.
იხილეთ ასევე: აკრძალვები, რომლებიც 27 აპრილიდან მოიხსნება


