
სახელმწიფოსგან 600–ლარიან დახმარებას სოციალურად დაუცველები და შშმ პირები მიიღებენ
24/04/2020 10:29:33 ეკონომიკა, საზოგადოება
ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000–სა და 100 000–ს შორის, 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ,– ამის სესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ამასთან, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 000–მდე და ჰყავთ სამი და მეტი 16 წლამდე ასაკის მეტი შვილი, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში ასევე დაეხმარება 600 ლარის ოდენობით.
მისივე თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზრდილები და ბავშვები 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობის დახმარებით ისარგებლებენ.