
მოსკოვში გამოცემა „სნობის“ რედაქცია დაარბიეს
10/06/2019 13:55:33 სხვა, მსოფლიო
უცნობმა პირმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ოპოზიციური გამოცემა „სნობის“ რედაქცია დაარბია.
ადგილზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ, რის გამოც გამოცემის თანამშრომლებს ოფისში შეღწევისა და ზარალის დადგენის საშუალება არ აქვთ.
ცნობილია მხოლოდ, რომ აპარატურის უდიდესი ნაწილი დამტვრეულია. "სნობის“ მთავარი რედაქტორის ქსენია ჩუდინოვას ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტები დროებით ოპოზიციურ ტელეარხ „დოჟდის“ ოფისში იმუშავებენ.