
მოქალაქეები, რომელთაც სამსახური დაკარგეს, თვეში 200 ლარს მიიღებენ
24/04/2020 10:07:07 ეკონომიკა
დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის დროს – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაკარგა სამსახური, მიიღებს სახელმწიფოსგან 1200–ლარის ოდენიბით 6 თვის განმავლობაში, ანუ თვიურად 200 ლარს,– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.
"ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს შეუძლია, საქართველოს მთავრობას შესთააზოს საკუთარ მოქალაქეებს დახმარებით სარგებლობას სეძლებს მინიმუმ, 350 000 საქართველოს მოქალაქე, რაც საქართველოს ბიუჯეტისთვის 460 მილიონი ლარის ხარჯს ნიშნავს. ამ ღონისძიების ძირითადი მიზანია, ადამიანებისთვის, რომელთაც სამსახური დაკავრგეს, დავეხმაროთ იმით, რისი საშუალებაც გვაქვს",– აღნიშნა გახარიამ.
ამასთან, მისი თქმით, ყველა კომპანია, რომელიც თითოეულ სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით, მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში:
„ფაქტობრივად, ჩვენ ამით ვეხმარებით როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე მეწარმეს, რომ მან შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, ხოლო მოქალაქემ შემოსავალი. ამ ღონისძიების ბიუჯეტი 250 მილიონი ლარია“.