Accentnews.ge
"თუ უკრაინაში სააკაშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნა, არ გამოვრიცხავ,  დღის წესრიგში დადგეს დიპურთიერთობის გადახედვის საკითხი"

"თუ უკრაინაში სააკაშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნა, არ გამოვრიცხავ,  დღის წესრიგში დადგეს დიპურთიერთობის გადახედვის საკითხი"

23/04/2020 16:39:35 საშინაო პოლიტიკა

"სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშნვა უკრაინა–საქართველოს ურთიერთობებს დაამძიმებს", – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“თუ მართლა დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერად, ანუ ადამიანი, რომელიც არის ქართული მართლმსაჯულების მიერ ცნობილი დამნაშავედ და დღეს არის ძებნილი, ეს ცხადია, ძალიან დაამძიმებს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგში დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საკითხი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S