Accentnews.ge
"მარნეულში პროდუქტების ჩაბარება საკარანტინე წესების დარღვევით მიმდინარეობს" [ვიდეო]

"მარნეულში პროდუქტების ჩაბარება საკარანტინე წესების დარღვევით მიმდინარეობს" [ვიდეო]

23/04/2020 10:58:36 რეგიონები, საზოგადოება

მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოში ამ წუთებში ხალხმრავლობაა –ფერმერები ცდილობენ, რომ სადისტრიბუციო კომპანიას საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაატანონ. პროდუქტების ჩაბარებისას მოსახლეობა არ იცავს სოციალურ დისტანციას,– იუწყება მარნეულის რადიო.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებმულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ სოფელში არსებული მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების დიდ საფრთხეს ჰქმნის.

"აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი!", - მიმართა მოქალაქეებს რეხვიაშვილმა.

ამ წუთებში მოქალაქეებს ქართული წარმოების პირბადეებს ურიგებენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სადისტრიბუციო საქმიანობაზე ნებართვა მხოლოდ ერთ კომპანიას „ჯიბეს“ აქვს. როგორც მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, მუნიციპალიტეტი სხვა კომპანიებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

22 აპრილს, მარნეულის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, მათ შორის აღმამედლოსა და კასუმლოს მოსახლეობა, სოფელ შულავერში შეიკრიბა და მარნეული-სადახლოს ცენტრალური გზა გადაკეტა. მოქალაქეები მუნიციპალიტეტისაგან მარნეულისათვის კარანტინის მოხსნას და მათი პროდუქტების რეალიზებაში დახმარებას ითხოვდნენ.

აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსახლეობა მას შემდეგ დაიშალა, რაც მარნეულის მერიისაგან მიიღო პირობა, რომ 22 აპრილიდანვე მუნიციპალიტეტში სადისტრიბუციო კომპანია შევიდოდა და ყველა ფერმერს დააკმაყოფილებდა.

შეგახსენებთ, რომ მარნეული საკარანტინე ზონადაა გამოცხადებული და ადგილზე მუსაობის უფლება მხოლოდ ადგილობრივ მედიას და საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S