ტრამპმა „მწვანე ბარათის“ გაცემის შეჩერების ბრძანებას ხელი მოაწერა
23/04/2020 06:05:55 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. აღსანიშნავია, რომ განკარგულება შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების, ე.წ. მწვანე ბარათის მოპოვება სურთ.
“ჩვენი დიდი ამერიკელი მუშახელის დასაცავად ხელი მოვაწერე განკარგულებას აშშ-ში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც ჩვენი ეკონომიკა კლავ გაიხსნება, უმუშვარი ამერიკელები დასაქმების რიგში პირველები იყვნენ,“- განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, იმიგრაციის აკრძალვის 60-დღიანი ვადა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს.


