Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება

საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება

23/04/2020 05:49:37 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

  • თურქეთი: 98 674 ინფიცირებული, 2376 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 1518 ინფიცირებული, 20 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 1 473 ინფიცირებული, 24 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 57 999 ინფიცირებული, 513 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 184 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 630 000–ს გადააჭარბა, 723 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S