Accentnews.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

23/04/2020 05:33:40 რეგიონები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. აღნიშნული ზომები სოფელში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

"გუშინ კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ფაქტობრივად, კრიზისული ფაზა მათ გადავლილი აქვთ, თუმცა სარისკოა მოსახლეობასთან კონტაქტი და, რა თქმა უნდა, ისინი გადაყვანილი გვყავს ინფექციურ საავადმყოფოში. მანამდე იყო 6 ინფიცირებული და ჯამში ამ სოფელში კოვიდინფექცია 10 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 8 არის ანტისხეულებით დადებითი და 2 - ოქროს სტანდარტით დამტკიცებული", - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის სკრინინგი უკვე დაწყებულია და სოფელში კონტაქტების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

დაახლოებით ერთ საათში სოფელ ღვანკითის საკარანტინო ზონაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის წარმომადგენლები ჩავლენ და კოვიდინფექციაზე საეჭვო რამდენიმე პირის ანალიზს აუღებენ.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი ცხოვრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S