აშშ–ში კორონავირუსი კატებს დაუდასტურდათ
23/04/2020 05:20:12 მსოფლიო, საზოგადოება
ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსი ორ კატას დაუდგინეს,- იუწყება „ესოშიეტიდ პრესი“.
ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი შინაური ცხოველები არიან, რომლებსაც კოვიდ-19 ოფიციალურად დაუდასტურდათ.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ კატებს კორონავირუსი პატრონებისგან ან მათი მეზობლებისგან გადაედოთ.
ცხოველებს რესპირატორული დაავადების მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.
აშშ-ში ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადდებით, ცხოველების ინფიცირება კორონავირუსით შესაძლებელია, თუმცა მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი შინაური ცხოველებისგან შეიძლება, ადამიანს გადაეცეს.


