"რუსული სამხედრო კომპანიის დაქირავებულმა მებრძოლებმა ლიბიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს"
22/04/2020 20:08:06 მსოფლიო
ლიბიაში ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მხარეს მებრძოლი რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის” კონტრაქტორებმა ქიმიური ნერვული აირი გამოიყენეს,– ამის შესახებ თურქული მედიის ცნობით, გაერო-ს მიერ აღიარებული ლიბიის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფათი ბაშაღამ განაცხადა.
ბაშაღას თანახმად, „ვაგნერის ჯგუფის” დაქირავებულმა მებრძოლებმა ლიბიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღი ტრიპოლის სამხრეთ ნაწილში, სალაჰ ალ-დინის რაიონში გამოიყენეს.
მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა: აღმოსავლეთ ლიბიას ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი მართავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის აღებას ცდილობს.


