Accentnews.ge
ნიკა გილაური: "შეგვიძლია, ეს კრიზისი დიდ გამარჯვებად გარდავქმნათ"

ნიკა გილაური: "შეგვიძლია, ეს კრიზისი დიდ გამარჯვებად გარდავქმნათ"

22/04/2020 18:22:14 პოლიტიკა, ეკონომიკა

„შეგვიძლია, ეს კრიზისი დიდ გამარჯვებად გარდავქმნათ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, საკონსულტაციო კომპანია „რეფორმატიკსის“ დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა განაცხადა.

მან იმ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი ხედვით, საქართველოს მთავრობამ უმუშევრობის მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად უნდა გაატაროს.

გილაური ამბობს, რომ უცხოური ქვეყნების მიერ ამ კრიზისის დროს პირდაპირი ფულადი დახმარებების პრაქტიკა განვითარებად ქვეყნებში შესაძლოა, არაეფექტიანი იყოს, დასაქმების ხელშესაწყობად კი უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუკი სახელმწიფო უშუალოდ კომპანიებს დაეხმარება, დასაქმებულების შენარჩუნების სანაცვლოდ.

"პირველი პრობლემა ნამდვილად არის უზარმაზარი უმუშევრობა: ერთ დღეს ასობით ათასმა ადამიანმა (ზუსტი ციფრი არ მაქვს, ჩემი გათვლებით 150 000–300 000) დაკარგა შემოსავლის წყარო. თან ეს ძირითადად ის ხალხია, რომლებსაც არც თუ ისე ბევრი დანაზოგი გააჩნია, ან დანაზოგი საერთოდ არ აქვს, პირიქით კრედიტები აქვთ აღებული. პირველი პრობლემაა, როგორ დავეხმაროთ ამ ადამიანებს და ეს ისე გავაკეთოთ, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემა არ შევქმნათ მაკროეკონომიკურ დონეზე. არ მჯერა იმის, რომ საჩუქრად მიცემული ფული ეფექტური იქნება,.ამიტომ, ჩვენი ფორმულა უფრო ასეთია, რომ მთავრობამ თანხები მისცეს და ამ თანხების საფასურად ვაუჩერი აიღოს",– ამბობს გლაური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S