ჯანმო: "ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება"
22/04/2020 18:11:25 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საზოგადოებას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო მიმოსვლის განახლება რისკების ფრთხილად მართვას მოითხოვს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "კორონავირუსის კრიზისი მალე არ გადაივლის და წინ დიდი გზა გასავლელი".
„ქვეყნების უმეტესობა ეპიდემიის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე არიან, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებსაც პანდემია ნაადრევად შეეხო, შემთხვევების რიცხვი მაღალია. არ შევცდეთ, ჩვენ წინ გრძელი გზა გვაქვს. ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება“, - განაცხადა გაბრეიესუსმა.


