თურქეთში კორონავირუსს 2 376 ადამიანი ემსხვერპლა
22/04/2020 17:11:35 მსოფლიო
თურქეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 117 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით ახალ კორონავირუსს 2 376 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 98 674 მდე გაიზარდა, მათ შორის 3 083 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა.
თურქეთში კორონავირუსისგან უკვე 16 477 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


