
ამირან გამყრელიძე: „ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდება“
22/04/2020 15:44:15 ციტატა
„ნიღბის ტარება დაგვჭირდება კარგახანს დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ. ეს არ უნდა იყოს აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი – სოციალური ნიღაბი დაერქვა ახლა ამას. სახლშიც შეიძლება, შეკეროთ. არის მარლის ნიბებიც“.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა ვიდეოპრესკონფერენციაზე.