Accentnews.ge
მიტანის სერვისის კურიერებს მანქანით გადაადგილებაზე შეზღუდვა მოეხსნათ

მიტანის სერვისის კურიერებს მანქანით გადაადგილებაზე შეზღუდვა მოეხსნათ

22/04/2020 14:51:47 ეკონომიკა

მიტანის სერვისების - როგორიცაა Glovo, Wolt, Menu.ge - კურიერებს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა მოეხსნათ.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად დაზუსტდა, რომ მსუბუქი მანქანებით მოძრაობა ჩვენი სუპერგმირი პარტნიორი კურიერებისთვისაც არის ნებადართული. მადლობა მათ ოპერატიული დახმარებისთვის.

ვწუხვართ დღეს შექმნილი შეფერხებისთვის და გპირდებით, ხვალიდან სრულყოფილად დავუბრუნდებით ოთხივე ქალაქში თქვენი სურვილების ასრულებას",- აცხადებენ Glovo–ში.

მიტანის სერვისის სამმა კომპანიამ 22 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობის ახალი დადგენილებით, მათ კურიერებს მანქანით გადაადგილება შეეზღუდათ. კომპანიები ჩიოდნენ, რომ რამდენიმე დიდ ქალაქში საერთოდ ვეღარ შეძლებდნენ მომსახურების მიწოდებას ადამიანებისთვის, შემცირდებოდა დაფარვის არეალი და გაიზრდებოდა მიწოდების დრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S