გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის ნებართვა გასცეს
22/04/2020 13:36:35 მსოფლიო
გერმანიაში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის ნებართვა გასცეს, – იუწყება DW.
მისივე ცნობით, ცდების საწყის ეტაპზე 18 და 55 წლამდე ასაკის 200 ჯანმრთელ ადამიანს მიეცემა წამლის განსხვავებული დოზები, ხოლო მეორე ფაზაზე ფოკუსირება მოხდება უფრო მაღალი რისკის მქონე პირებზე.
DW–ს ინფორმაციით, ვაქცინა სახელწოდებით BNT162 გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ BioNTech, ფარმაცეფტულ გიგანტ Pfizer–თან ერთად შექმნა.
საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ,BNT162-ის შემოწმება იგეგმება შეერთებულ შტატებშიც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში ახალი კორონავირუსის, სულ მცირე, 20 სხვადასხვა ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა.


