Accentnews.ge
საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა

საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა

22/04/2020 13:23:43 ეკონომიკა, საზოგადოება

საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა, - იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

სააგენტოს განმარტებით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან.

"გაცნობებთ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით (22.05.20). აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით," - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S