რედფილდი: „ზამთარში გრიპის და კორონავირუსის ეპიდემიასთან ერთად მოგვიწევს ბრძოლა“
22/04/2020 13:13:09 მსოფლიო
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორის რობერტ რედფილდის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსის მეორე ტალღა შესაძლოა, კიდევ უფრო გამანადგურებელი იყოს.
„შესაძლებელია, მომავალ ზამთარს უფრო მეტი სირთულე გვქონდეს, ვიდრე ის, რაც უკვე გავიარეთ: ჩვენ გრიპის და კორონავირუსის ეპიდემიასთან ერთად მოგვიწევს ბრძოლა. თუ ეს ორივე ვირუსის ერთობლივად განიცდის პიკურ მაჩვენებლებს, ჩვენ ნამდვილად, ნამდვილად, ძალიან გაგვიჭირდება“, - აღნიშნა რედფილდმა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბრისას.
ცნობისთვის: აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევებმა 800 000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ვირუსს 45000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


