ტრამპი: „აშშ–ის საზღვაო ფლოტს დავავალე, საჭიროების შემთხვევაში ირანული საბრძოლო ხომალდები გაანადგურონ"
22/04/2020 13:12:09 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნის საზღვაო ფლოტს მისცა დავალება, ცეცხლი გაუხსნან ირანულ ხომალდებს, თუ ისინი „ამერიკულ გემებს საფრთხეს შეუქმნიან“.
„მე დავავალე აშშ–ის საზღვაო ფლოტს, ცეცხლი გაუხსნან და გაანადგურონ ირანის ნებისმიერი საბრძოლო ხომალდი, თუ ეს უკანასკნელი საფრთხეს შეუქმნის ამერიკულ გემებს ზღვაში გადაადგილებისას“, – წერს ტრამპი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.
რამდენიმე საათის წინ ირანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი სამხედრო თანამგზავრი ორბიტაზე გაუშვა. ვაშინგტონმა აღნიშნული ქმედება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ ბალისტიკური რაკეტების შესახებ რეზოლუციის უგულებელყოფად შეაფასა.


