Accentnews.ge
ხმაური ჩაკეტილ მარნეულში - მოსახლეობის ნაწილმა გზა გადაკეტა

ხმაური ჩაკეტილ მარნეულში - მოსახლეობის ნაწილმა გზა გადაკეტა

22/04/2020 11:53:01 რეგიონები

მარნეულის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობა მართავს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ და უფუჭდებათ.

მოსახლეობა სოფელ იმირის შესასვლელთან შეიკრიბა და მათ მარენულისა და შულავერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ.

როგორც "პირველი არხი" ადგილიდან იუწყება, დემონსტრანტების მოთხოვნაა, რომ მათ პირადად დართონ ნება მოახდინონ მათი პროდუქციის რეალიზება. ამ დრომდე აღნიშნულს მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია ახორციელებს.

საპროტესტო აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რასაც მასსა და “ევროპული საქართველოს” წევრ ახმედ იმამკულიევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მხარის რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს მიმართა და დაჰპირდა, რომ შეეცდებიან, მარნეულიდან მეტი პროდუქტის რეალიზება მოხდეს.

კადრებში ჩანს, რომ შეკრებილი მოსახლეობა "მიშა-ს" სკანდირებს, რწუნებული შოთა რეხვიაშვილი კი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს არ აინტერესებთ საქმეზე საუბარი, რადგან აქცია პოლიტიკურია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S